ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ნემსაძე: ვეცადეთ ამ ფორმით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის თანადგომა გამოგვეხატა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებს მაისურზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

მატჩის შემდგომ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გუნდის კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდს დაღუპულის ოჯახისთვის თანადგომის გამოხატვა სურდა.

გიორგი ნემსაძე: "გვინდოდა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის თანადგომა გამოგვეხატა. მაისურების ჩაცმაც გუნდური გადაწყვეტილება იყო და ვეცადეთ ამ ფორმით ჩვენი თანაგრძნობა გამოგვეხატა".

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუსეთის წინააღმდეგ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ შავი სამკლაურებით გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე რუმინეთს ანგარიშით 25:16 სძლია და რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ანთიმოზ ივერიელის თასის გამარჯვებული გახდა.

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. დაღუპული ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ოსური მხარე ჯერჯერობით უარს აცხადებს.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ