ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს ძირითადი ბადიდან დაიწყებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 მარტიდან მაიამის მასტერსში ჩაერთვება.

ქართველი ჩოგბურთელი მაიამიში გასამართ პრესტიჟულ ტურნირს ძირითადი ბადიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე კი იტალიელი ტომას ფაბიანო იქნება. იტალიელი და ქართველი ჩოგბურთელები ერთმანეთს აქამდე სამჯერ დაუპირისპირდნენ. 2015 წელს ნაპოლის ჩელენჯერზე ფაბიანომ იმარჯვა, თუმცა ამავე წელს ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე რევანში აიღო. 2018 წელს კი დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა ფაბიანო მარტივად, ორ სეტში 6:4; 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის პირველ წრეში ტომას სანდგრენს დაუპირისპირდა და ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ