ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.

ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობისთვის მზადება ბაკურიანსა და დუშეთში გაიარეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით სპორტსმენები კარგ ფორმაში არიან და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. 

აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ფიცარნაგს დაუბრუნდება ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

გოდერძი ბერდელიძე - 56 კგ.
რამინ შამილიშვილი - 62 კგ.
შოთა მიშველიძე - 62 კგ.
გოგა ჩხეიძე - 69 კგ.
რევაზ დავითაძე - 85 კგ.
დავით ხეცურიანი - 105 კგ.
ირაკლი თურმანიძე - + 105 კგ.
ლაშა ტალახაძე - +105 კგ

ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების ორი წევრიც. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი (90 კგ.) და თათია ლორთქიფანიძე (69 კგ.) 

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს 26 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიხედვით.

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ