ყველა სპორტული სიახლე

ორმოცი ქართველი ძიუდოისტი თბილისის გრან პრიზე

31 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლის თბილისის ოლიმპიური სასახლე ძიუდოს მორიგ გრან პრის უმასპინძლებს.

თბილისურ ტურნირში 39 ქვეყნის 318 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის კი ორმოცი ქართველი სპორტსმენი იქნება. საქართველოს ნაკრები მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს და მამაკაცთა შორის თითოეულ კატეგორიაში მაქსიმალური ოთხ-ოთხი ძიუდოისტით წარსდგება, ქალთა შეჯიბრში კი თორმეტი ქართველი იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, თუმცა ტრავმის გამო მასპინძლებს გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი დააკლდებიან.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე.
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ზვიად ხუბულური.
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ომარი ნიაზაშვილი, ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი.
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი.
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, თორნიკე ჯუღელი.
-100კგ - ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, იასონ ნემსაძე, დავით ოზბეთელაშვილი.
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.
-48კგ - ნატალია ყიფშიძე, ლია როგავა, მარი მახარაშვილი.
-52კგ - მარიამ ჯანაშვილი.
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ციხელაშვილი.
-63კგ - მზია ბებოშვილი.
-70კგ - მარიამ ჭანტურია, ელისო სისაური.
-78კგ - ნინო ოძელაშვილი.
+78კგ - ელენე ქებაძე, სოფიო სომხიშვილი.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ