ყველა სპორტული სიახლე

დამაჯერებელი გამარჯვება წლის პირველ მატჩში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წლის პირველი მატჩი გამართა.

ამხანაგური შეხვერაში ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დიდი ანგარიშით, 4:0 სძლია. 

შეხვედრა ჯანო ანანიძის ტრავმით დაიწყო. მე-5 წუთზე მასპინძლეთა ათიანმა მუხლი დაიზიანა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო.

პირველი მომენტი საქართველოს ნაკრებმა მე-13 წუთზე შექმნა. ყაზაიშვილის დარტყმა მეკარემ მოიგერია, პაპუნაშვილის მცდელობა კი არაზუსტი გამოდგა.

მომდევნო შეტევა შედეგიანი გამოდგა. მე-15 წუთზე გიორგი ნავალოვსკის პასით ანგარიში პაპუნაშილმა გახსნა.

23-ე წუთზე სტუმართა კარში მეორე გოლი გავიდა. კაკაბაძის ჩაწიდების შემდეგ ლიტველმა მცველმა ლინას კილმავიჩუსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

31-ე წუთზე ქვილითიას წაქცევისთვის ლიტველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ყაზაიშვილმა აქცია.

შესვენებამდე 5 წუთით ადრე ვაისის გუნდმა მეოთხე გოლი გაიტანა. 18 წლის დებიუტანტი გიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური გოლით ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაორიი გამოდგა. პირველი რეალური მომენტი 78-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც შეცვლაზე შემოსული არაბულის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

27 მარტს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე, 19:00-ზე დაიწყება. 

საქართველო - ლიტვა 4:0

გოლები: პაპუნაშილი 1:0 (15), კილმავიჩუსი 2:0 (ს.კ 23), ყაზაიშვილი 3:0 (31), ჩაკვეტაძე 4:0 (40)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (დვალი 61), კვერკველია, კანკავა (კვეკვესკირი 61), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ანანიძე (პაპუნაშვილი 10), ქვილითაია (არაბული 73), ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), გვილია, ნავალოვსკი.

ლიტვა: სეტკუსი, კილმავიჩუსი, ზულპა (ვორობიოვასი 46’), სერნასი (ლაუკზემისი 71), ნოვიკოვასი, გირდვაინისი, ვერბიცკასი (პაულიუსი 81), სლავიცკასი, ბოროვსკი, ვალსკისი (კუკლისი 46), ჩერნიხი (რომანოვსი 81).



ფოტო: gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ