ყველა სპორტული სიახლე

გორგოძის ლელო ტოპ 14-ის ქართულ დერბიში (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურში ქართული დერბი გაიმართა.

ლევან ჩილაჩავასა და მამუკა გორგოძის "ტულონმა" მოქმედ ჩემპიონ, დავით ზირაქაშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონს" უმასპინძლა და ანგარიშით 49:0 სძლია.

"ტულონის" შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ პირველად მამუკა გორგოძე გამოჩნდა. ტრავმის გამო ქართველმა მორაგბემ ტოპ 14-ის ათი მატჩი გამოტოვა, სტადიონს კი სათადარიგო შემადგენლობიდან 63-ე წუთზე დაუბრუნდა და 69-ე წუთზე მატჩის დამაგვირგვინებელი ლელოც გაიტანა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ლევან ჩილაჩავამ, დავით ზირაქაშვილმა და ოთარ გიორგაძემ. ზირაქაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 48 წუთი ითამაშა, ჩილაჩავა და გიორგაძე კი შეხვედრაში სათადარიგო შემადგენლობიდან ჩაერთვნენ.

22 ტურის შემდეგ მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" 63 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "კლერმონი" 45 ქულით მეცხრე პოზციას იკავებს.

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ