ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა (ვიდეო)

ლიტვასთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხზე ამხანაგური მატჩი ესტონეთთან გამართა და კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო. 

მე-6 წუთზე გიორგი მერებაშვილის აქტიურობის შემდეგ გატანა კაჭარავას შეეძლო, თუმცა სტუმართა მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სტანდარტი მასპინძლებისთვის იღბლიანი აღმოჩნდა - ჯემალ ტაბიძის დარტყმით ანგარიში 1:0 გახდა.

მე-19 წუთზე გატანის შანსი პაპუნაშილს ჰქონდა, თუმცა მისი მცდელობა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. 3 წუთში პაპუნაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ კაჭარავა აღმოჩნდა და გატანა ქუსლით სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

საპასუხო შეტევაში მომენტი სტუმრებს შეექმნათ. იგორ მოროზოვის დარტყმა გიორგი მაკარიძემ მოიგერია.

25-წუთზე სტუმართა კართან ხიფათი კვლავ პაპუნავილის აქტიურობას მოჰყვა. ყაზაიშვილის პასის შემდეგ მასპინძელთა შემტევი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა მერებაშვილზე გადაცემას დარტყმა ამჯობიდა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.

35-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის გუნდი ვაკო ყაზაიშილის შესანიშნავი გოლით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ესტონელებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ. მაკარიძის კარს კვლვავ იგორ მოროზოვი დაემუქრა, თუმცა მისი თავური ძელმა მოიგერია.

65-ე წუთზე კაჭარავამ კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა. ჯიღაურის გადაცემის შემდეგ მასპინძელთა ფორვარდმა სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა.

77-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ კვლავ არ მისცა ესტონელებს გოლის გატანის შანსი და დმიტრიევის დარტყმა მოიგერია. 

მესამე გოლის გატანა საქართველოს ნაკრებს მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეეძლო, თუმცა აბურჯანიას და ქვილითაიას დარტყმები კარს მცირე მანძილით ასცდა. 



საქართველო - ესტონეთი 2:0

გოლები:  1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, ტაბიძე, კვერკველია (კაშია 84), კანკავა, შერგელავილი (დვალი 63), ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, მერებაშვილი (ჯიღაური 63), პაპუნაშვილი (აბურჯანია 83), კაჭარავა (არაბული 70, ქვილითაია 77)

ესტონეთი: მერტისი, პიკი (კრუგლოვი 64), კაიტი (ვასილიევი 74), ანიერი (ლუტსი 46), ზენიოვი, ლეპისტო (დმიტრიევი 73), კლავანი, ანტონოვი (დმიტრიევი 46), ტენისტე (ელი 71), მოროზოვი, ტამი.

ფეხბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ