
LIVE - თბილისის გრან პრის ფინალური ბლოკი
საქართველოს დედაქალაქში ძიუდოს მორიგმა გრან პრიმ აიღო სტარტი.
თბილისის გრან პრის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში მედლებისთვის ექვსი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
-60კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება და მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ამირან პაპინაშვილს დაუპირისპირდება. ამავე წონით კატეგორიაში ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.
-66კგ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგველაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ დანიელ კარგნინს დაეჭიდება.