ყველა სპორტული სიახლე

ოთხი ქართველი ძიუდოისტი თბილსის გრან პრის კვარცხლბეკზე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თბილისის გრან პრის პირველი დღის ფინალური ბლოკი მიმდინარეობს.

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა სპორტსმენებმა -60კგ წონით კატეგორიაში მედლები არავის დაუთმეს და ოთხივე სინჯის მედალი სწორედ საქართველოში დარჩა.

ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მეტოქეებს იპონით სძლიეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრაში კი ერთმანეთს გასული წლის ფინალისტები, ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი დაუპირისპირდნენ. მოქმედმა ჩემპიონმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილს მესამედ, გოლდენ სქორში ვაზარით სძლია და თბილისის გრან პრის გამარჯვებულია, ამირან პაპინაშვილი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მედლებისთვის ბრძოლას კი -66კგ წონით კატეგორიაში კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი ფინალში, ხოლო ლაშა გიუნაშვილი ბრინჯაოსთვის განაგრძობს.

LIVE - თბილისის გრან პრის ფინალური ბლოკი 










ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ