
ვაჟა მარგველაშვილის ოქრო თბილისის გრან პრიზე
თბილისის ოლიმპიური სასახლე ძიუდოს მორიგ გრან პრის მასპინძლობს.
ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულეს.
-66კგ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა ვაჟა მარგველაშვილსა და ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შორის დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ მარგველაშვილმა გოლდენ სქორში მეტოქეს გაფრთხილებებით აჯობა და თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.
-60კგ წონით კატეგორიაში კი ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხივე სინჯის მედალი დაისაკუთრეს.
ოთხი ქართველი ძიუდოისტი თბილსის გრან პრის კვარცხლბეკზე