ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა.

ფინალურ შეხვედრაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგ მეტოქეს ანგარიშით 8:3 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის თასი გადაიბარეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. გასულ სამ შეხვედრაში უმცროსი ბორჯღალოსნების დამარცხება სწორედ ფრანგმა მეტოქეებმა შეძლეს, თუმცა ქართველებმა 2018 წლის ევროპირველობაზე რევანში აიღეს, ფრანგებს სძლიეს და ევროპის ჩემპიონები პირველად გახდნენ.

ფოტო/ვიდეო: საქართველოს რაგბის კავშირი

















რაგბი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ