
ქართველი ძიუდოისტების ხუთი მედალი თბილისის გრან პრის მეორე დღეს
ოლიმპიურ სასახლეში თბილისის ძიუდოს გრან პრის მეორე დღე გაიმართა.
საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
-73კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ქართული დაპირისპირება გაიმართა. ლაშა შავდათუაშვილსა და ფრიდონ გიგანს შორის შეხვედრა ოლიმპიური ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა და შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, გიგანი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
-81კგ წონით კატეგორიაში ფინალში ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თამაზ კირაკოზაშვილმა ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანრი ეგუთიძეს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
პირველი მედალი მოიპოვეს ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა. -70კგ წონით კატეგორიაში 17 წლის მარიამ ჭანტურიამ თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრის დასკვნითი დღე ხვალ, 1 აპრილს გაიმართება.