ყველა სპორტული სიახლე

ქართველი სპორტსმენების წარმატებული დღე

31 მარტი ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა ტრიუმფალური შედეგი დააფიქსირეს.

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ფინალში საფრანგეთის დამარცხება შეძლო და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თბილისის გრან პრის პირველი დღის მსგავსად, წარმატებული გამოდგა ძიუდოს ტურნირის მეორე დღეც. ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრან პრის მეორე დღეს ხუთი მედალი მოიპოვეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი გაიმყარეს. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით პირველ ადგილზეა.

წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ ასევე ძალოსნები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე მეთერთმეტე მედალი მოიპოვეს. ამჯერად ევროპირველობაზე სამი ოქროს მედლის მფლობელი ანასტასია გოტფრიდი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობასთან ერთად 23-წლამდე ძალოსანთა რეკორდი დაამყარა.

22-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. სახილ ალახვერდოვი (49 კგ), ლაშა გურული (64 კგ) და გიორგი ხარაბაძე (75 კგ) ოქროს მედლებისთვის 1 აპრილს იბრძოლებენ.

კრივი, რაგბი, საქართველო, ჭიდაობა / ძიუდო, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ