ყველა სპორტული სიახლე

ზედიზედ მესამედ ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით +105კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორმა, ირაკლი თურმანიძემ და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ იასპარეზა.

ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში 210, ხოლო ატაცში 247 კილოგრამი დასძლია და ზედიზედ მესამედ ევროპის საუკეთესო ძალოსანია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორივე გამოსვლაში ორ-ორი ცდა გამოიყენა. აკვრაში ტალახაძემ საკუთარი მსოფლიო რეკორდის მოხსნა სცადა, თუმცა 221 კილოგრამის დაძლევა ვერ მოახერხა. ირაკლი თურმანიძემ კი აკვრაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი პრიზიორებს ორი ქულით ჩამორჩა და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

სხვადასხვა, ძალოსნობა, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ