საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა (ვიდეო)

ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო შეხვედრა დიდი სხვაობით მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისი 5:1 დაამარცხა. 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და საწყის 4 წუთში საქართველოს ნაკრემა სამი გოლის გატანა მოახერხა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ სიმი საიოტი და თალესი. ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშეს. ჩვენს გუნდში სამხრეთ ამერიკელების დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. 

საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებთა მეორე შეხვედრა 5 აპრილს გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

საქართველო - ინგლისი 5:1

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: კეფაშვილი, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ჭუმბურიძე, კობაიძე, თოდუა, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ინგლისი: მალპასი, რიდი, რაონი, ვები, ვოლასი

სათადარიგო შემადგენლობა: კროფტი, გოლდშტეინი, დიქსონი, ეჯი, ვიზერსი, ბეტსონი, პალფრიმენი, ქუქი, ვარდი, მეისონი

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე

გოლები: 1:0 რონინიო (01:26), 2:0 თალესი (02:24), 3:0 სებისკვერაძე (03:00), 3:1 ბეტსონი (05:45), 4:1 სიმი საიოტი (22:47), 5:1 სიმი საიოტი (23:05)

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ