ყველა სპორტული სიახლე

მარკოიშვილის 11 ქულა იტალიის სერია ა-ში

იტალიის სერია “ა”-ს მორიგ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” “ბრეშიას” უმასპინძლა და 71:75 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ მთლიანობაში მისმა გუნდმა სათანადო ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოიჩინა და დასანანი მარცხი იწვნია.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

“რეჯიო ემილიას” 10 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 აპრილს, ისევ შინ, “უმანა რეიერ ვენეციასთან” გამართავს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ