ყველა სპორტული სიახლე

ეროვნული ლიგა - ლოკომოტივის პირველი გამარჯვება

ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის პროგრამა 4 აპრილს გამართული ორი შეხვედრით დაიწყო. 

სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში "რუსთავმა" ბოლნისის "სიონს" 2:0 სძლია.

პირველი გოლი მამუკა კობახიძემ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში გატანილი გოლით ბექა მიქელთაძემ დააფიქსირა. 

სიონი - რუსთავი 0:2



წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა თბილისის "ლოკომოტივმა", რომელიც დედაქალაქურ დერბიში ლიდერ "საბურთალოზე" ძლიერი აღმოჩნდა. 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 57-ე წუთზე რკინიგზელები არველაძემ დააწინაურა, მამია გავაშელიშვილმა კი 71-ე წუთზე ორამდე გაზარდა "ლოკოს" უპირატესობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე რომან ჭანტურიას ავტოგოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. 

საბურთალო - ლოკომოტივი 1:2



მეხუთე ტურის შეხვედრები ეროვნულ ლიგა 2-შიც გაიმართა. გაგაცნობთ მატჩების შედეგებს:


No automatic alt text available.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ