ყველა სპორტული სიახლე

ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტური დასრულდა

ეროვნული ლიგის მე-5 ტური 5 აპრილს ჩატარებული 3 მატჩით დასრულდა. 

სათამაშო დღე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დაიწყო, სადაც თბილისის "დინამომ" დაძაბულ შეხვედრაში "ჩიხურას" მინიმალური ანგარიშით სძლია. 

თბილისელები ნიკა ძალამიძის სწრაფი გოლით მატჩის მე-4 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა მე-11 წუთზე ზივზივაძის გაფუჭებული პენალტიდან 7 წუთში გაბედავამ ანგარიში გაათანაბრა. 

საჩხერელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, 22-ე წუთზე კიტეიშვილმა მეორე გოლი გაუტანა "ჩიხურას" და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 

ჩიხურა - დინამო თბილისი 1:2

მეორე მატჩს ზესტაფონის სტადიონმა უმასპინძლა, სადაც უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გორის "დილამ" მასპინძელ ფოთის "კოლხეთს" მეორე ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაუტანა. გორელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ფორტესმა, კოვტალიუკმა და კვახაძემ გამოიჩინეს. 

კოლხეთი - დილა 0:3

მეხუთე ტურის შემდეგ ბოლო, მე-10 ადგილზეა "სამტრედია", რომელიც სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" სტუმრობდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის 70-ე წუთზე ერთადერთი გოლი მასპინძელთა მხრიდან ბექა ტუღუშმა გაიტანა. 

ტორპედო - სამტრედია 1:0

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ