ყველა სპორტული სიახლე

პოლოლიკაშვილის და მესის შეხვედრა - არგენტინელი ტურიზმის საპატიო ელჩად აირჩიეს

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო ელჩად აირჩიეს.

მესის საპატიო ელჩის სპეციალური მოწმობა 7 აპრილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საპატიო ელჩის სტატუსით მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ორი ვარსკვლავი, ფერნანდო იერო და ვინსენტე დელ ბოსკე სარგებლობენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დიდი პატივია, ლიონელ მესისთან თანამშრომლობა. მესისნაირი ფეხბურთელის ყოლა ტურიზმის პოზიტიური ფასეულობებისა და რეალური სარგებლის გაზიარებას ნიშნავს".

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასევე კატალონიურ კლუბსა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამსრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ