
ჟვანიას ლელო საფრანგეთის ტოპ 14-ში (ვიდეო)
საფრანგეთის ტოპ 14-ის 23-ე ტურში "სტად ფრანსემ" "კლერმონს" 50:13-ს სძლია.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა ვიქტორ კოლელიშვილმა, დავით ზირაქაშილი კი მოედანზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა.
სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა შეხვედრაში 31-ე წუთიდან ჩაერთო მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი ზურაბ ჟვანია, რომელმაც 73-ე წუთზე ლელო მიითვალა.