ყველა სპორტული სიახლე

გოგა ბითაძე ნბა-ს 2018 წლის დრაფტზე წარადგინეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სერბული “მეგა ბიმაქსის” ქართველი ცენტრი, 18 წლისა და 211 სანტიმეტრი სიმაღლის გოგა ბითაძე ნბა-ს მომავალ დრაფტზე დადგა. ბითაძის განაცხადი დრაფრში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნბა-ს შესაბამის სტრუქტურაში მისმა მენეჯერმა და ცნობილმა სერბმა საკალათბურთო სპეციალისტმა, მიშკო რაჟნატოვიჩმა შეიტანა. მანვე ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

გოგა ბითაძემ გასული 2 სეზონი სერბეთში გაატარა და უდიდესი პროგრესი განიცადა. თუმცა, როგორც სერბული პრესა აცხადებს, მისი განვითარების პროცესი ჯერ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება და მისგან უმაღლესი დონის მოთამაშის დადგომას ელიან. სწორედ ამის გამო მოსალოდნელია, რომ ქართველ ცენტრს დრაფტის პირველ წრეში აირჩევენ, რაც მისი ნბა-ში დარჩენის სოლიდური გარანანტია იქნება.

ბითაძე გასულ სეზონში ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობდა და საშუალოდ 11.8 ქულას, 5 მოხსნას და 2.09 (მეორ შედეგი ლიგაში) დაფარებას აგროვებდა. მან მონაწილეობა მიიღო ადრიატიკის ლიგის 19-წლამდელთა ოთხთა ფინალში და საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. 

მიშკო რაჟნატოვიჩი გახლავთ გენიოსად წოდებული ცნობილი ბოსნიელი კალათბურთელის, ბითაძის კბილა ჯანან მუსას მენეჯერიც. წლევანდელ დრაფტზე მუსას მონაწილეობა რაჟნატოვიჩმა ამას წინათ ასევე ტვიტერით დაადასტურა. 

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი 21 ივნისს, ნიუ იორკის “ბარკლეი სენთერში” გაიმართება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ