ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მსაჯი მსოფლიო რაგბის ერთა თასზე

2017 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი შოთა თევზაძე, ‘მსოფლიო რაგბმა’ 2018 წლის ‘მსოფლიო რაგბის ერთა თასზე’ რეფერად დანიშნა.

ბოლო წლებში ორი ახალგაზრდა ქართველი მსაჯი - თევზაძე და ნიკა ამაშუკელი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ ახალ-ახალ ტურნირებზე, სულ უფრო მაღალ დონეზე ჩნდებიან, რაც ქართული რაგბის წინსვლისათვის უმნიშვნელოვანესია. ცოტა ხნის წინ ქართველი მსაჯებით დაკომპლექტებული ორი ბრიგადა „კონტინენტის ფარზე“ მუშაობდა და ამაშუკელმა ნახევარფინალური შეხვედრაც იმსაჯა; მარტში შოთამ და ნიკამ ირლანდიაში 18-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრები (კანადასთან და საფრანგეთთან) იმსაჯეს.

ახლა კი 24 წლის თევზაძე ურუგვაიში გასამართ „მსოფლიო რაგბის ერთა თასზე“ მიიწვიეს, რომელიც 2 ივნისს ურუგვაიში იწყება. მასში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების გარდა ფიჯის, არგენტინისა და იტალიის „ა“ ნაკრებები ითამაშებენ. შოთას მსგავს ტურნირზე ბუქარესტში უკვე უმუშავია და „მსოფლიო რაგბის“ ეგიდით ტესტ-მატჩებზეც უმსაჯია. 2 წლის წინ ის გერმანია-ურუგვაის შხვედრაში გვერდითი, ხოლო რუმინეთი-ბრაზილიის მატჩში ცენტრალური მსაჯი იყო; შარშან ის კვლავ ბუქარესტში ჩავიდა და რუმინეთი-ტონგასა და რუმინეთი-სამოას თამაშებში კიდის მსაჯი იყო.

„ბოლო ორი წელია ივნისსა და ნოემბერში ტესტ-მატჩებზე მნიშნავენ და ეს ძალიან მახარებს. გასულ ნოემბერში რუმინეთისა და კუნძულელების ორ თამაშზე გვერდითი მსაჯი ვიყავი, ახლა კი ურუგვაიში „ერთა თასზე“ მიმიწვიეს, სადაც საკმაოდ ძლიერი გუნდები ითამაშებენ. ეს ტურნირი და ზოგადად, შარშანდლიდან მოყოლებული ყველა ტესტ-მატჩი, მსოფლიო თასისთვის მსაჯების სელექციას ემსახურება და სასიხარულოა, რომ „მსოფლიო რაგბის“ თვალთახედვის არეში ვარ. საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საუკეთესო შანსი მეძლევა, მონდომება არ მაკლია, თავს არ დავზოგავ და ვეცდები ქართული რაგბი ვასახელო“ - განაცხადა შოთა თევზაძემ.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ