ყველა სპორტული სიახლე

EQUAL GAME - ამხანაგური მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

თამაშში მონაწილეობა მიიღეს თბილისში სასწავლებლად ჩამოსულმა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებმა, ადგილობრივი ქუჩის მცხოვრებლებმა, დედაქალის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა. აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა. მატჩი ფრედ 12:12 დასრულდა. შეხვედრის სლოგანი იყო „ფეხბურთი ყველასთვის - Equal Game”

„დღევანდელი მატჩის მიზანი იყო,რომ ერთმანეთის გვერდი დავმდგარიყავით. ნამდვილად უსიამოვნო ინციდენტი მოხდა გასულ კვირას და მთავარი ის არის,რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლური ხასიათის მატჩი გავმართეთ. დარწმუნებული ვარ ყველა კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, აგრეთვე სტუდენტები და ყველა ადამიანი,ვინც მატჩში მონაწილეობდა“ - ლევან კობიაშვილი

“ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ”. - კახა კალაძე

შეხვედრა გასულ კვირას ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს მიეძღვნა.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ