ყველა სპორტული სიახლე

ტრაგედია კანადაში - ახალგაზრდა ჰოკეისტების ემოციური ისტორია

8 აპრილს კანადაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ავტობუსი, რომლითაც ჰოკეის ახალგაზრდული გუნდი მგზავრობდა, ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა, ცამეტი კი მძიმედ დაშავდა.

ინციდენტისას "ჰამბოლდტ ბრონკოს" ათი ჰოკეისტი და ორი მწვრთნელი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის არის NHL-ის ყოფილი მოთამაშის, კრის ჯოზეფის 20 წლის შვილი ჯექსონ ჯოსეფი.

კანადის ერთ-ერთ საავადმყოფოში მყოფი დაშავებული ახალგაზრდა ჰოკეისტების გასამხნევებლად კი NHL-მა სტენლის თასი მიიტანა.

ერთ-ერთი დაშავებულის მამის, ტომ სტრაშნიცკის თქმით, ახალგაზრდა ჰოკეისტები გახარებულები იყვნენ, თუმცა ჰოკეის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თასისთვის ხელი არ შეუხიათ.

"რაიანს ვკითხეთ, სურდა თუ არა მას სტენლის თასს შეხებოდნენ, თუმცა ბიჭებმა უარი გვითხრეს და აღნიშნეს, რომ დაიცდიან იქამდე, სანამ თასს თავად არ მოიპოვებენ. მათ ტრადიცია იციან, ამიტომ მოცდა არჩიეს", - აღნიშნა სტრაშნიცკიმ.

სხვადასხვა, ჰოკეი‎

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ