ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ჰოკეის ნაკრების მეორე გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპ თაუნში ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი გრძელდება.

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 17 აპრილს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 5:3 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ნაკრები ჯგუის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 აპრილს, ჰონგ-კონგის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ქართველმა ჰოკეისტებმა თურქეთს, ანგარიშით 6:2 სძლიეს.

სხვადასხვა, ჰოკეი‎, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ