
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ანგარიშით იმარჯვა
სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპ თაუნში ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მორიგი თამაშები გაიმართა.
ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები მესამე ტურში აუტსაიდერ ჰონგ კონგს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 11:1 იმარჯვა.
პირველ ტურში საქართველომ თურქეთს სძლია, ხოლო მეორე ტურში ჯგუფის ფავორიტი ბულგარეთი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მესამე დივიზიონში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 20 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავს.
ფოტო: საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია