ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

26 აპრილს ისრაელის ქალაქ თეალავივში სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს.

ევროპის პირველაბაზე მონაწილეობას შვიდ წონით კატეგორიაში ცხრა ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით დააკომპლექტა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი;
-66კგ ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ ნუგზარ ტატალაშვილი;
-90კგ ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი;
-100კგ ვარლამ ლიპარტელიანი;
+100კგ გურამ თუშიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი თელავივში 26 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიმაღტება, ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ