ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავეების წარმატება საფრანგეთში

 

20-22 აპრილს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის ეგიდით მე-10 საერთაშორისო ტურნირი "Rooster Cup 2018" გაიმართა, სადაც ნოვისებისა და უმცროსი ასაკის ერთეულთა თანრიგში 25 ქვეყნის 136 მოციგურავე მონაწილეობდა.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ღირსებას ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში 10 ქართველი მოციგურავე იცავდა.

1 ოქროს, 1 ვერცხლისა და1 ბრინჯაოს მედალი, რომლის მფლობელებიც გახდნენ ნორჩი ქართველი მოციგურავეები და საუკეთესო ათულში 3 მოციგურავე, საკმაოდ დამაიმედებელი შედეგია ახალი სეზონის დაწყების წინ. პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა ქართველმა მოციგურავე ილია გოგიტიძემ, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ალინა ურუშაძემ, ხოლო დავით გურგენიძემ კი მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი. ამასთან, საკმაოდ დამაჯერებელი გამოსვლითა და მაღალი ტექნიკური მაჩვენებლებით გამოირჩეოდა ანა დეა გულბიანი შმიდტი (მეხუთე ადგილი), ქეთევან მახარაძე (მეექვსე ადგილი), ეკატერინე იაზადჯი (მეშვიდე ადგილი). მრავალრიცხოვან სპორტსმენთა ასეთ რაოდენობაში წარმატებულ გამოსვლად შეიძლება ჩაითვალოს დებიუტანტების ნიკოლ ფადეევას, ნანა მსხვილიძის, მარიამ მიშველიანისა და ინგა ფუტკარაძის გამოსვლები. ორჩ ქართველ სპორტსმენთა ეს შედეგიანი გამოსვლა მათი მწვრთნელების ლელა ჩოფიკაშვილის, სვეტლანა სოკოლოვსკაიას, იგორ ბროვენკოს, ინგა ბუტიკიშვილისა და სესილი ბარძემიშვილის დამსახურებაა.

საქართველს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ