ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

თავისუფალი სტილით ნაკრების მთავარი მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ 30 აპრილსა და 6 მაისს რუსეთის ქალაქ კასპიისკში (დაღესტანი) გასამართ ევროპის ჩემპიონატისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნული ნაკრების ღირსებას მსოფლიოს სამივე ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი დაიცავენ, ოლიმპიური ჩემპიონი ხინჩეგაშვილი ევროპირველობაზე პირველად იასპარეზებს ახალ 65 კგ კატეგორიაში.

57 კგ - ოთარ გოგავა (ევროპის ერთა თასის გამარჯვებული. 2016)

61 კგ - ბექა ლომთაძე (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 2016)

65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი 2016, მსოფლიოს ჩემპიონი 2015, სამგზის ევროპის ჩემპიონი (2014, 2016, 2017)

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი 2017)

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ევროპირველობის გამარჯვებული U23 - 2017)

79 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი (ევროპული თამაშების პრიზიორი 2015)

86 კგ - სანდრო ამინაშვილი (ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი 2015)

92 კგ - ირაკლი მწითური (მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი U23 - 2017)

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი-2015 და ევროპის პრიზიორი 2016, 2017)

125 კგ - გენო პეტრიაშვილი (რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი - 2016, მსოფლიოსა 2017 და ევროპის ჩემპიონი 2016)

ჩვენი ნაკრები დაღესტანში 2 მაისს გაემგზავრება, ევროპირველობაზე კი 4-6 მაისს იასპარეზებს. შეჯიბრება 10 წონით კატეგორიაში 2 დღიანი ფორმატით გაიმართება.

4 მაისს - 57, 65, 70, 79, 97 კგ (წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები), 5 მაისს ფინალური ბლოკი.
5 მაისს - 61, 74, 86, 92, 125 კგ (წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები), 6 მაისს ფინალური ბლოკი.

საქართველოს ჭიდაობის ფეედრაცია

 

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ