ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპირველობაზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემდგენლობა დაღესტანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყუამ ათივე წონითი კატეგორია ქვეყნის ჩემპიონებით დააკომპლექტა.

ეროვნულ გუნდს ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი წარუძღვებიან.

55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში 2016, 2017)

60 კგ – დავით ჩხარტიშვილი ( მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში 2016)

63 კგ – ლევან ქავჟარაძე (ევროპის ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში 2016)

67 კგ – შმაგი ბოლქვაძე (ოლიმპიური პრიზიორი 2016, ევროპის პრიზიორი 2016, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში 2014 და 23-წლამდელთა შორის)

72 კგ – იური ლომაძე

77 კგ – თორნიკე ძამაშვილი (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდები 2012)

82 კგ – ზურაბ დათუნაშვილი (ევროპის 2-გზის ჩემპიონი 2016-2017)

87 კგ – რობერტ კობლიაშვილი (ევროპის ვიცე-ჩემპიონი 2016, მსოფლიო პრიზიორი 2017)

97 კგ – კუკური კირცხალია (ევროპის ვიცე-ჩემპიონი და პრიზიორი U23 - 2016-2017)

130 კგ – იაკობ ქაჯაია (ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში 2013 და U23 - 2016)

ჩვენი ნაკრები კასპიისკში 28 აპრილს გაემგზავრება და ევროპირველობაზე პირველები იასპარეზებენ.

30 აპრილი - წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები 55, 63, 77, 87 და 130 კგ, ფინალური ბლოკი 1 მაისს.

1 მაისი - წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები 60, 67, 72, 82 და 97 კგ, ფინალური ბლოკი 2 მაისს გაიმართება.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ