ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას ორმაგი დუბლი და გამარჯვება ევროლიგის პლეი ოფში

10 ქულა, 10 მოხსნა და რაც მთავარია, გამარჯვება პლეი ოფის მე-3 მატჩში, რომელშიც უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო – ესაა თორნიკე შენგელიას ბარაქიანი მონაგარი ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩე დოგუშთან” მატჩში. მეოთხედფინალური სერია სამ მოგებამდეა, შენგელიას “კიროლბეთ ბასკონია” კი საერთო ანგარიშით 0:2 აგებდა თურქულ გრანდთან.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ამას წინათ, გუნდების დასახელებებში ახალი სიტყვები ჩაემატა, რაც სპონსორების აქტივობითაა გამოწვეული. “დოგუში” უმსხვილესი თურქული ფინანსური კორპორაციაა და ამ ქვეყნის რომელ კლუბსაც აფინანსებს, იმის საქმე კარგად მიდის. ეს კოროპრაცია სხვადასხვა დროს აფინანსებდა (სპონსორობდა) “დარუშაფაკას”, “ულქერს”, “ბეშიქთაშს”, ან მათგან რამდენიმეს ერთად. “კიროლბეთი” კი ბასკური ტოტალიზატორების ქსელია. სიტყვა “კიროლ” ბასკურ ენაზე ნიშნავს სპორტს.

დავუბრუნდეთ მატჩს, რომელიც “ბასკონიამ” სავსე ტრიბუნების წინ “ფენერბაჰჩეს” 88:83 მოუგო. შეხვედრა საკმაოდ თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული იყო, რომელის ბედიც ბოლო წუთბზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:52 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. 

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, ის მხოლოდ ფრანგ როდრიგ ბობუას (24) ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულას 3 მოხსნა და 5 პასი წაამატა. ესპანურ-თურქულ დაპირისპირებაში ანგარიში 1:2 გახდა, მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩს კი 26 აპრილს ისევ ბასკეთი უმასპინძლებს.

P.S. გასული მატჩის დაწყებამდე თორნიკე შენგელიას მარტის უძვირფასესი მოთამაშისთვის (MVP) განკუთვნილი ჯილდო გადასცეს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ