ყველა სპორტული სიახლე

ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ისრაელის ქალაქ თელავივში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა.

ევროპირველობის პირველ დღეს საქართველოს სახელით სამმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა, ამირან პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა იჭიდავეს.

ჩხვიმიანი (-60კგ) და მარგველაშვილი (-66კგ) ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ, ამირან პაპინაშვილი კი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

პაპინაშვილმა -60კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი რუს ბესლან მუდრანოვს დაეჭიდება.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ