ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა

ისრაელის ქალაქ თელავივში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა.

ტურნირის პირველ დღეს მედლისთვის -60კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა იბრძოლა, რომელიც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ოლიმპიურ ჩემპიონს, რუს ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა.

ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს მეტოქესთან ბოლო წამებზე ვაზარით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს სახელით სამმა ძიუდოისტმა, -60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა და ამირან პაპინაშვილმა და -66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა იჭიდავეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის მეორე დღეს საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი -73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და -81კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი იბრძოლებენ.

ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ