ყველა სპორტული სიახლე

"ბარსელონას" ლეგენდა გულშემატკივრებს დაემშვიდობა (ვიდეო)

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" რიგებში მისთვის მიმდინარე სეზონი უკანასკნელია და გულშემატკივრებს თვალცრემლიანი გამოემშვიდობა.

ანდრეს ინიესტა: "მიმდინარე სეზონი ჩვენთვის "ბარსელონაში" უკანასკნელია. ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი. ჩემთვის "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომელმაც ყველაფერი მომცა.

მთელი ცხოვრება აქ, ბარსელონაში გავატარე და ჩემთვის ძალიან რთულია ახლა აქ ყოფნა და დამშვიდობება. ლა მასიას და "ბარსელონას" დამსახურებაა ის, რასაც ახლა წარმოვადგენ. მე ძალიან მადლობელი ვარ მათი.

მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდ თუ კარგ დროს ყოველთვის ჩვენს გვერდში იდგნენ".

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" აკადემიას 1996 წელს შეუერთდა, მისი დებიუტი კლუბის მთავარ გუნდში კი 2002 წელს ჩემპიონთა ლიგაზე, "ბრიუგეს" წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ინიესტა კატალონიური კლუბის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და "ბარსელონასთან" ერთად 31 ტიტული მოიგო.

ინიესტას სტატისტიკა ბარსელონაში:

შეუერთდა: 1996 წელი
მთავარ გუნდში დებიუტი: 2002 წლის 29 ოქტომბერი, ჩემპიონთა ლიგა vs "ბრუგე"
ჩატარებული შეხვედრები: 669
გოლები: 57
ტიტულები: ლალიგა - 8 (2004-05, 2005-06, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2012-13, 2014-15, 2015-16), ჩემპიონთა ლიგა - 4 (2005-6, 2008-09, 2010-11, 2014-15), კოპა დელ რეი - 6 (2008-09, 2011-12, 2014-15, 2015-16, 2016-17, 2017-18), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3 (2009, 2011, 2015), ესპანური სუპერთასი - 7 (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2016), უეფას სუპერ თასი - 3 (2009, 2011, 2015)

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ