ყველა სპორტული სიახლე

LIVE - ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი

ისრაელის ქალაქ თელავივში ინდივიდუალურ შეჯბრში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მიმდინარეობს.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით ოთხი ძიდოისტი -90კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი, -100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იჭიდავებენ.

ოთხივე ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში ისვენებს და შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთვებიან. მარგიანის პირველი მეტოქე ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიე იქნება, ღვინიაშვილმა კი ბრიტანელ ჯამალ პეტგრეივს იპონით სძლია და მესამე წრეში პოლონელ რაფალ კოზლოვსკისა და ჩეხ ჟირი პეტრს შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველ ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ბელარუსი დანიელ მუკეტეა, ხოლო ასევე წონის პირველ ნომერ გურამ თუშიშვილს ისლანდიელი თორმოდურ იონსონი შეხვდება.

ევროპირველობის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცერთი მედლის მოპოვება მოახერხეს.

პირველი ტატამი



მეორე ტატამი



მესამე ტატამი



მეოთხე ტატამი

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ