ყველა სპორტული სიახლე

ორი ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში

ისრაელის ქალაქ თელავივში გრძელდება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი.

ევროპირველობის მესამე დღეს საქართელოს სახელით ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა, უშანგი მარგიანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა იჭიდავეს.

ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის ბრძოლას ფინალურ ბლოკში მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი განაგრძობენ.

მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდა, ვაზარით დამარცხდა და ბრძოლას რეპეშაჟში განაგრძობს.

გურამ თუშიშვილმა კი უკრაინელ მეტოქეს ვაზარით სძლია და ნახევარფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე რუსი თამერლან ბაშაევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლირებას კი საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ