ყველა სპორტული სიახლე

ორი ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში სტარტი აიღო ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატმა.

ტურნირში პირველები ერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ, საქართველოს სახელით კი პირველ დღეს ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ), რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) იჭიდავეს.

წურწუმიამ, ქავჟარაძემ და ძამაშვილმა მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს და ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა რობერტ კობლიაშვილმა შვედი მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა, ხოლო იაკობ ქაჯაიამ უკრაინელ ვლადისლავ ვორონს აშკარა უპირატესობით, 8-0 სძლია და ორივე ქართველი ფალავანი ნახევარფინალში იჭიდავებს.

ნახევარფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ