ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გათავისუფლებულია

საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე აღარ გაწვრთნის, - ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა.

ქევხიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მწვრთნელებთან საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ ირაკლი ცირეკიძე და მისი სამწვრთნელო შტაბი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მუშაობას აღარ გააგრძელებს.

დავით ქევხიშვილი: "თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, გვეთქვა ჩვენი შეფასება ევროპის ჩემპიონატზე მიუღწეველ შედეგთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის შედეგს რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა ამის დღეს ჩამოთვლას არანაირი მნიშვნელობა აქვს. თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს ასეთი რამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ. მე ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელის, რომელიც სრულად აცნობიერებს აღნიშნულ სიტუაციას, შესაბამისად მთელი სამწვრთნელო შტაბი აღარ გააგრძელებს სამწვრთნელო პროცესს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ კარგად შევხვდეთ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცერთი მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებზე ხვალ, 1 მაისს 11:00 საათზე ბრიფინგს ზურაბ ზვიადაური გამართავს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ