ყველა სპორტული სიახლე

რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

ევროპის ჩემპიონატი რუსეთში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გახსნეს.

ევროპირველობის პირველ დღეს ნახევარფინალში იჭიდავა 87კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ბელარუს მეტოქეს აშკარა უპირატესობით 8-0 სძლია და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

კობლიაშვილის მეტოქე ფინალურ ორთაბრძოლაში რუს ოზდოევსა და აზერბაიჯანელ აბასოვს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე 130 კგ წონით კატეგორიაში, იაკობ ქაჯაია იჭიდავებს.

ცნობისთვის, ფინალური შეხვედრები 1 მაისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ