ყველა სპორტული სიახლე

ლეგიონერები | ‘მონპელიემ’ რეგულარული მოიგო

მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გელა აფრასიძის ‘მონპელიემ’, 2017/2018 წლების რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.

ბოლოსწინა, 25-ე ტურში, ლიდერმა ‘პოს’ უმასპინძლა და 45:13 დაამარცხა. ‘მონპელიემ’ ბონუსიც აიღო, სატურნირო ცხრილში 81 ქულა მოუგროვდა და მდევრებისთის მიუწვდომელი გახდა. ამ მატჩში რუან პიენაარის ნაცვლად შეცვლაზე 76-ე წუთიდან ითამაშა ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ. ეს მისთვის პირველი მატჩი იყო საფრანგეთის ტოპ 14-ში. აქამდე აფრასიძემ ‘მონპელიეს’ პირველ გუნდში ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ ჩემპიონთა თასზე, ახლა კი საფრანგეთის ელიტა1-იც დააჭაშნიკა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი. პირველმა მოედანზე 69 წუთი გაატარა, მეორემ - 54. დასკვნით ტურში ‘მონპელიე’ 5 მაისს ‘ლიონს’ ეწვევა, ფლეი ოფებში კი ნახვარფინალიდან ჩაერთვება.

ფლეი ოფში თამაში კიდევ სამ გუნდს აქვს დაბევებული, მაგრამ ჯერ გასარკვევია ვინ გავა მეორე ადგილზე და შესაბამისად, მეტოქეს მეორე ეტაპზე, ნახევარფინალში დაელოდება. ამ დროისთის 75 ქულით მეორე ადგილზე ‘რასინგია’, რომელმაც გუშინ ‘ბორდო’ სტუმრად ბონუსით, 39:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის პარიზელები 13:3 იგებდნენ და 4 ლელო დასკვნით 4 წუთში გაიტანეს.

‘რასინგს’ 1 ქულით ჩამორჩება ‘ტულუზა’, რომელმაც ფლეი ოფის საგზურისთის მებრძოლი ‘ლა როშელი’ 19:14 დაამარცხა. ‘ლა როშელის’ ძირითადში იყო და 31 წუთი ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშილმა. მისი გუნდი 62 ქულით მე-7 პოზიციაზეა და ‘კასტრს’ 2, ხოლო ‘ლიონს’ 4 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, მას დასკვნით ტურში თავისი მატჩის მოგება მართებს და ამავდროულად, კონკურენტების მარცხის იმედად უნდა იყოს.

73 ქულით მეოთხეა ‘ტულონი’, რომელმაც ‘კასტრს’ 59:13 მოუგო და ბონუსიც აიღო. ტულონელთა შორის შეცვლაზე ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ (50-ე წუთიდან) და მამუკა გორგოძემ (59-ე წუთიდან). ტულონელები დასკვნით ტურში ‘პოს’ ეთამაშებიან და მეორე ადგილზე გასვლას ეცდებიან.

მომავალ სეზონში ტოპ 14-ში თამაში დაიბევა თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის ‘აჟენმა’, რომელმაც გასულ ტურში ‘კლერმონი’ 27:17 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში ქართველები  არ იყვნენ, ხოლო სტუმართა შორის 53-ე წუთიდან შცვლაზე ითამაშა დავით ზირაქაშვილმა.

ტოპ 14-ში ბოლო ადგილზე დარჩა და პრო დე2-ში დაქვეითდება კარლენ ასიეშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის ‘ბრივი’, რომელიც გასულ ტურში პარიზში ‘სტად ფრანსესთან’ 22:30 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 64-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. სტუმართა ძირითადში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს ასიეშვილი, თუმცა 75-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მოუწია. 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბეკოშვილმა.

‘სტად ფრანსე’ 42 ქულით მე-12 ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს ‘ოიონას’, რომელმაც ‘ლიონს’ ბონუსით, 39:18 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს ირაკლი მირცხულავა. დასკვნით ტურში ‘სტად ფრანსე’ ‘ლა როშელს’ უნდა ეწვიოს, ხოლო ‘ოიონა’ ‘კასტრს’. შეგახსენებთ, ტოპ 14-ის ბოლოსწინა გუნდი, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პრო დე-2-ის მეორე გუნდს უნდა შეხვდეს.

გაირკვა პრო დე2-ის ფინალისტებიც. ‘პერპინიანმა’ ‘მონ დე მარსანი’ 28:8 დაამარცხა, ხოლო ‘გრენობლმა’ ‘მონტობანს’ 22:15 სძლია. ‘პერპინიანი’ და ‘გრენობლი’ ფინალს 6 მაისს ითამაშებენ და გამარჯვებული ტოპ 14-ში პირდაპირ ავა, ხოლო დამარცხებული ფლეი ოფში გადაინაცვლებს.

ზე რაგბი და პრო 14

ახალ ზელანდიური ‘ჰარიქეინზის’ წინააღმდეგ 23-23 წუთი ითამაშეს ჯაბა ბრეგვაძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა. ჯაბასთვის ეს მე-5 მატჩი იყო სუპერ რაგბში, ხატიაშვილისთვის - მეორე. ‘სანვულვზი’ ზელანდიაში 15:43 დამარცხდა.

‘ოსპრეიზის’ მაისურით მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა გიორგი ნემსაძემ. მისმა გუნდმა უელსურ დერბიში ‘კარდიფს’ სტუმრად 26:23 სძლია. ნემსაძე შეცვლაზე დასკვნით წუთებზე შევიდა.

rugby.ge

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ