ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულიას პირველი მატჩი პლეი ოფში და ოკლენდელების მარცხი ნიუ ორლეანში

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პლეი ოფში პირველად ითამაშა, თუმცა მოედანზე მაშინ შევიდა, როცა “გოლდენ სტეიტს” “ნიუ ორლეანთან” უკვე წაგებული ჰქონდა და ქართველმა ცენტრმა ოკლენდელთა სხვა სათადარიგოებთან ერთად უიმედო მატჩი ჩაამთავრა. “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი ნიუ ორლეანში 100:119 დათმო და სერიაში ლიდერობა შეუმცირდა – 2:1.

ოკლენდელებმა მიმდინარე პლეი ოფში აქამდე 5 მატჩი გამართეს “სან ანტონიოსთან” და 2-იც “ნიუ ორლეანთნ”, მაგრამ ფაჩულია მოედანზე არც ერთხელ არ გასულა. დღვანდელ მატჩში ზაზამ 5 წუთში 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე წარმატებით ესროლა საჯარიმოს ხაზიდან. ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა 26 ქულით, კევინ დიურანტმა 22 მიითვალა, დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 11 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი. თუმცა ეს ყველაფერი ამაო გამოდგა და ნიუორლეანელებმა ენტონი დევისის, ჯრიუ ჰოლიდეის და რაჯონ რონდოს წინამძღოლობით სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

სერიის მე-4 მატჩი კვლავ ნიუ ორლეანში – 6 მაისს გაიმართება.


gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ