ყველა სპორტული სიახლე

გოგუას და გრიგალაშვილის გოლები ყაზახეთის პრემიერლიგაში (ვიდეო)

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში "ყიზილ-ჟარმა" საკუთარ მოედანზე "აკჟაიკს" 2:1 სძლია. 

მასპინძელთა გამარჯვებაში მნიშველოვანი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა შეასრულეს. 32-ე წუთზე ანგარიში შოთა გრიგალაშვილმა გახსნა, 4 წუთში კი გოგიტა გოგუას ლამაზი გოლით "ყიზილ-ჟარი" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. 

გრიგალაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გოგუამ კი 84 წუთი დაჰყო მოედანზე. გამარჯვებულთა სასტარტოში იყო გიორგი ფოფხაძე, რომელმაც ასევე შეუცვლელად ითამაშა. 



ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ