ყველა სპორტული სიახლე

ორთვიანი ტრავმის შემდეგ შერმადინი მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა

გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა თებერვალში ფეხის ძვალი გაიბზარა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ორთვიანი უქმობის შემდეგ შერმადინმა პირველი მატჩი “გრან კანარიასთან”, სტუმრად ითამაშა და საკმაოდ სოლიდურად იასპარეზა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო, მოედანზე 16:41 წუთით გამოჩნდა დ თავი 10 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და  ჩაჭრას მოუყარა. ამ შედეგით შერმადინი უნიკახელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს და მალაგელებმა 55:76 წააგეს

18 მოგებითა და 13 მარცხით “უნიკახა” ცხრილში მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის (8 საუკეთესოში მოხვედრის)  პრობლემა გადაჭრილი აქვს.

გბფ.გე

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ