ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას 19 ქულა და სტუმრად დამარცხებული “ბეტისი”

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წილი დაიდო. ბასკონიელები სტუმრად “ბეტისს” შეხვდნენ და 42 ქულით – 106:62 გაანადგურეს. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბასკონიელთაგან საუკეთესო მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

“ბასკონია” მეორე ადგილზე გასასვლელად იბრძვის, რადგან პირველი გარანტირებული აქვს მადრიდის “რეალს”. 22 მოგებითა და 9 წაგებით “ბასკონია” და “ბარსელონა” 2-3 ადგილებს იყოფენ. დარჩნილია 3 ტური, რის შემდეგაც პლეი ოფი დაიწყება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ