ყველა სპორტული სიახლე

სადისციპლინო კომიტეტმა "დილა" და "დინამო" დასაჯა

8 მაისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განხმილველი კომიტეტის სხდომა. სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩისშემდგომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი.

ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანეს: თბილისის „დინამო“ ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი „დილა“ - 800 ლარით

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ