ყველა სპორტული სიახლე

ბორჯღალოსნები 6 ერის გუნდს უმასპინძლებენ

2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერის გუნდთან ორ ტესტმატჩს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სარაგბო გამოცემა RugbyLad.ie ავრცელებს.

ბორჯღალოსნები 2019 წლის აგვისტოში დინამო არენაზე შოტლანდიას უმასპინძლებენ.

შოტლანდიელებმა 2019 წლის ზაფხულის ტურნე ოფიციალურად გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ 6 ერის გუნდი თბილისს 24 აგვისტოს ესტუმრება, მოგვიანებით 6/7 სექტემბერს კი საქაღტველოს ნაკრებს შოტლანდიაში, მარიფილდზე უმასპინძლებს.

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გრეგორ თაუნსენდის თქმით, საქართველოსთან დაპირისპირება მსოფლიო თასის წინ კარგი გავარჯიშება იქნება.

გრეგორ თაუნსენდი: "საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეთორმეტე ადგილზეა და განვითარებადი გუნდია. მატ წინააღმდეგ თამაში მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წინ ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება".

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრაში შოტლანდიელებმა იმარჯვეს

შეგახსენებთ რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიაში გასამართი 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე D ჯგუფში, ავსტრიასთან, უელსთან, ფიჯისა და ურუგვაისთან ერთად იასპარეზებს.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ