ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას ევროპული აღიარება

ევროლიგის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულის სია გამოქვეყნდა.

ევროპის საუკეთესო ხუთ საუკეთესო კალათბურთელთა შორის მოხვდა "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც, რომელმაც ევროლიგაში საშუალოდ 13.7 ქულა, 2.2 პასი და 6.1 მოხსნა (მესამე შედეგი) დააფიქსირა.

შენგელიას "ბასკონია" ევროლიგის პლეიოფში გავიდა, სადაც "ფენერბაჰჩესთან" ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ესპანეთის ლიგა ენდესას საუკეთეოს მოთამაშის ტიტულისთვისაც იბრძვის, რომელსაც გულშემატკივრები გამოარჩევენ.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ