ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიამ მაიამიში პენტჰაუსი გაყიდა

"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ, ბეი ჰარბორის კუნძულებზე პენტჰაუსი გაყიდა.

აღნიშნული სახლი ქართველმა კალათბურთელმა 2003 წელს "ორლანდოში" თამაშისას 1.33 მილიონ დოლარად შეიძინა. ახლა კი მან ფეშენებელური პენტჰაუსი 1.14 მილიონ დოლარად გაყიდა.

ფაჩულიას ყოფილ პენტჰაუსში ოთხი საძინებელი, სამი სააბაზანო, მარმარილოს იატაკი და ტერასა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის ფილანშია, სადაც "ჰიუსტონს" დაუპირისპირდება.











კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ