ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები დღეს დილით ბაქოში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის 20-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ბოლოს ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარეს ამხანაგური მატჩი და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: ვაჟა ფაცაცია (მერანი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი (ცხინვალი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (დილა);

ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), ლუკა ფოჩხუა (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ლეჟავა (სიონი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ლოკომოტივი), დავით მუჯირი (ანტალიასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გაგრა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ