ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" კონფერენციის ფინალში დაწინაურდა

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი მატჩი გამართა.

ოკლენდელებმა "ჰიუსტონს" ცამეტქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 119:106 სძლიეს და ფინალურ დაპირისპირებაში 1:0 დაწინაურდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრს, რომელიც სათადარიგო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

მატჩში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც მეტოქის ფარში 37 ქულა ჩააგდო. "გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთმა ლიდერმა, სტეფ კარიმ კი 18 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

ფინალური სერიის მეორე მატჩს NBA-ს მოქმედი ჩემპიონი 16 მაისს გამართავს.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ